პროსტიტუციის ბრალდებით, თურქეთიდან, ქართველი ქალები გამოაძევეს

საქართველო, თბილისი - 2016-02-23 15:20:00

თურქეთიდან პროსტიტუციის ბრალდებით, დეპორტირებულია 60 ქალი, რომელთა შორის უკრაინელები, აზერბაიჯანელები, ქართველები და სირიელები არიან. სპეცოპერაციების თურქეთის  ხუთ რაიონში ჩატარდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია  41 ეჭვმიტანილი, საიდანაც 12 გაათავისუფლეს, ხოლო 29 პატიმრობაში დატოვეს. 29 დაკავებულს შორის არიან ქართველებიც.