მკვლელობა თბილისში - დედას ყელი გამოჭრეს მისი მცირეწლოვანი შვილი კი დაწვეს

საქართველო, თბილისი - 2016-02-22 18:34:00

დღეს ზემო ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა. თავდამსხმელებმა ოჯახში დედას ყელი გამოჭრეს მისი მცირეწლოვანი შვილი კი დაწვეს. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ ხმაურდება.

მათივე ინფორმაციით, საქმე 109 -ე მუხლით აღიძრა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემობაში, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 16-20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ძარცვას უკავშირდება.