ინფრასტრუქტურის მინისტრი, მგფ-ისა და ADB-ის დირექტორები და თბილისი მერი 23-ე მეტროსადგურის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ

საქართველო, თბილისი - 2016-02-23 08:00:00

 23 თებერვალს 15:საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი,   მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან,    აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, თბილისი მერთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად,    მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“  სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თბილისში 23-ე მეტროსადგურს აშენებს. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის  ივლისში დაიწყო და 2017 წელს დასრულდება.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 83,000,670.45  ლარია.