შსს: 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაზე გამოძიება და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 2016-02-21 16:38:00

შსს-ს ცნობით, 17 წლის სამირა ბაირამოვას გატაცებაზე გამოძიება 143-მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული. როგორც აიპრესს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოებიც. 

"მიმდინარეობს მაღალ დონეზე ოპერატიული სამძებრო მოქმედებები. გამოძიება 143-ის პირველი ნაწილით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს",-აცხადებენ შსს-ში. 

მათივე ცნობით, სამძებრო მოქმედებები დროულად დაიწყო.

"როცა კი განაცხადეს, სამძებრო ღონისძიებებიც დაიწყო, ძალიან დროულად",-აცხადებენ შსს-ს პრესსამსახურში.