პურის საცხობში ქალი გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 2016-02-16 10:17:00

გლდანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ საღამოს გლდანის მე-3 მიკრორაიონში, პურის საცხობში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.