ბათუმში, ზღვამ უცნობი მამაკაცის ცხედარი გამორიყა

საქართველო, თბილისი - 2016-02-14 16:36:00

ბათუმში, ზღვამ უცნობი მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ,,აჭარის“ ტელევიიზიის ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხისა და ზღვის შესართავთან იპოვეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურების ეკიპაჟები. საქმეს ექსპერტ-კრიმინალისტები სწავლობენ.