შსს: ყველა საგამოძიებო უწყების მიერ იანვარში რეგისტრირებული 3183 დანაშაულიდან 1211 გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 2016-02-14 12:16:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო იანვრის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.„საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო.
საქართველოდ ყველა საგამოძიებო უწყება (2016 წლის იანვარი) - 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3183 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1211 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 38.05%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.95%.

შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით (2016 წლის იანვარი) - 2016 წლის იანვრის თვეში შსს–ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2125 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1103 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 51.91%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +1.87%“, - აცხადებენ შსს-ში.