სეტყვამ ყვარლის რაიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა

საქართველო, თბილისი - 2010-05-18 10:39:00


სეტყვამ, რომელსაც თან ქარიშხალი ერთვოდა ყვარლის რაიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სეტყვის შედეგად ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანში მოსავლის 70% განადგურებულია.

დასეტყვილია, ბოსტნეული და ვენახები. ამასთან ძლიერმა ქარიშხალმა სახლებს სახურავები ახადა, რამდენიმე ათეული სახლის სარდაფში წყალიც ჩავიდა.

ქარიშხალმა ყვარელი-ლაგოდეხის საავტომობილო გზის პირას ხეები მოგლიჯა რის გამოც აღნიშნულ საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებული იყო. ამ დროისთვის გზა ხეებისგან გაწმენდილია და მოძრაობაც აღდგა.

ძლიერმა ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ბოძებიც წაქცია, რის გამოც 3 სოფელს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

კახეთში, მიყენებული ზარალის დათვლას დღეიდან დაიწყებენ.