ზუგდიდის რაიონიდან გაუჩინარებული სამივე მამაკაცი გარდაცვლილი იoვეს

საქართველო, თბილისი - 2016-02-12 16:58:00

ზუგდიდში გაუჩინარებული სამი მამაკაცი, სავარაუდოდ, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან გაუჩინარებული სამი მამაკაცის მკველობისთვის დაკავებულია ყოფილი სპეცრაზმელი ძ.ბ.

,,რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, დაკავებულმა მკვლელობა აღიარა და სამართალდამცავებს გვამების ადგილსამყოფელის ჩვენებას დაპირდა. ცხედრებს სოფელ ნარაზენში მიაგნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთადან სამი მამაკაცი გუშინ გაუჩინარდა.