ბადიაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2016-02-12 09:42:00

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.  

გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და "ოპელის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.