მიწისქვეშა გადასასვლელში მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 2016-02-11 17:15:00

თბილისში, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა მიწისქვეშა გადასასვლელში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი სავაჭრო ობიექტის მფლობელია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ტაბულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.