საბაჟო პუნქტზე "ყაზბეგი" მებაჟე ოფიცრებმა სიგარეტის უკანონო პარტია აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 2016-02-10 10:52:00

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა არადეკლარირებული სიგარეტების პარტიის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა 1335 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი რუსეთის  მოქალაქე კ.ვ.-ის კუთვნილი ავტომობილის  დათვალიერების  შედეგად აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი  რეაგირებისათვის გადაეცა  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საგამოძიებო სამმარველოს.