2015 წელს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა 2,4 %-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2016-02-09 12:14:00

2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა 2,4 %-ით გაიზარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს 6432  საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა, ეს იმ ფონზე, როდესაც 2014 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 5992 შემთხვევას შეადგენდა.

შსს-ს ინფორმაციითვე,  საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები იყო: რსწორი მანევრი, სიჩქარის გადაჭარბება, ნასვამობა და ქვეითების მონაწილეობა