შსს-მ ზუგდიდში უკანონო იარაღი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 2016-02-07 10:39:00

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზაალ ა. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 1 მჭიდი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).