ბათუმში, ახალგაზრდა ქალი კლინიკის მე-5 სართულიდან გადახტა

საქართველო, თბილისი - 2016-02-05 17:18:00

 ბათუმში, კლინიკა "მედინას" მე-5 სართულის ფანჯრიდან ქალი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ქალის კლინიკაში მოთავსების ბიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებები იყო.