ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2016-02-05 13:05:00

სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა ქუთაისში - ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა, ანჯაფარიძის ქუჩაზე, წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ადგილობრივების თქმით, ცხედარი დღეს დილით გამვლელებმა იპოვეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

გამოძიება 115- ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.