ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2016-02-04 16:07:00

22 წლის ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბიანკა გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

მეზობლების ინფორმაციით, ბიანკა 3-4 დღის წინ დაიღუპა, თუმცა მისი ცხედარი, დღეს აღმოაჩინეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.