საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს

საქართველო, თბილისი - 2016-02-04 09:15:00

საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს. სარჩელი თავისუფალმა დემოკრატებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ სექტემბერში შეიტანა.

ოპოზიციური პარტიები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და სადავოდ ხდიან პარლამენტის მიერ 2015 წლის 3 სექტემბერს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის თანახმადაც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო შეიქმნა და დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმის ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.