ვაკე-საბურთალოს გზაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 2016-02-02 16:58:00

რამდენიმე წუთის წინ ვაკე-საბურთალოს გზაზე სარეკლამო ბანერი ჩამოვარდა. თამარშვილის 11 ნომერთან მდებარე ბანერის კონსტრუქციის ძირი გადატყდა, რამაც მისი ჩამოვარდნა გამოიწვია.

მიმდებარე ტერიტორია გადაკეტელია და ადგილზე პატრულის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მომხდარის გამო არავინ დაშავებულა.