სიღნაღში კულტურული ღონისძიებები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2010-05-14 17:57:00

ხვალ, 15 მაისს, სიღნაღში ტურიზმის განვითარების პროქტის ფარგლებში, კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სიღნაღის მუზეუმში გაიხსნება გამოფენა "დასავლეთ ევროპის ფერწერა საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძურიდან".

გამოფენაზე ექსპონატები ქრონოლოგიურ-გეოგრაფიული და მხატვრულ-სტილური მრავალფეროვნების დაცვით იქნა შერჩეული. გამოფენაზე ექსპონირებულია XVI_XIX საუკუნეების იტალიის, გერმანიის, ჰოლანდიის, ფლანდრიის, საფრანგეთის ფერწერული სკოლის ნამუშევრები.