თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის 2 მონაკვეთზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა

საქართველო, თბილისი - 2016-01-06 10:48:00

საქართველოს რეაგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და ინტენსიური თოვის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის 2 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდა.

აღნიშნული გზის 206–ე კმ-ზე მდინარე ჩხარას ადიდების შედეგად  დაზიანდა  დროებითი  შემოვლითი  გზა, რის  გამოც  აიკრძალა  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადები გადართულია ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე. აღნიშნული მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ55-კმ152 (იგოეთი-ხევი) მონაკვეთზე, ინტენსიური თოვის  გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე აკრძალულია  ყველა  სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა. ამავე გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე თავისუფალია.