იაპონიის პრემიერ-მინისტრი პუტინს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 2016-01-04 12:01:00

ტოკიო მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. საგანგებო განცხადებით კრემლის ლიდერს იაპონიის პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

„მეც და ბატონ პუტინსაც კარგად გვესმის, რომ მეორე მსოფლიო ომიდან 70 წლის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების არარსებობა არანორმალური ფაქტია, თუმცა უმაღლესი დონის შეხვედრის გარეშე ჩრდილოეთ ტერიტორიების პრობლემა არ გადაიჭრება,“-აღნიშნა აბემ.

იაპონიის მთავრობის მეთაურმა რუსეთის ლიდერს საგანგებო სამიტის ჩატარებაც შესთავაზა, რომელზეც სამშვიდობო შეთანხმების საკითხი უნდა განიხილონ.

 

 

 

 

t