ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი თავად გადაწყვეტს, წინასაარჩევნო პროცესში რა სტატუსით ჩაერთოს

საქართველო, თბილისი - 2015-12-16 21:12:00

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ვერ აკონკრეტებს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თუ რა სტატუსით ჩაერთვება.

„ჯი-ეიჩ-ენი“-ს კითვაზე - თუ რა სტატუსით აპირებს ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესებში მონაწილეობას, კობახიძე პასუხობს, რომ ამ საკითხს თავად ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს.

მისი თქმით,   უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს.