ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იხსნება

საქართველო, თბილისი - 2015-12-01 08:42:00

ბრიუსელში დღეს ნატოს მინისტერიალი გაიხსნება. ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ფარგლებში ბოლო პერიოდის გამოწვევებზე იმსჯელებენ. მთავარ თემებს შორისაა ტერორიზმი, თურქეთ-რუსეთის გამწვავებული ურთიერთობები და ნატოს გაფართოების საკითხი. ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, მინისტერიალზე ნატოს ერთ-ერთ ასპირანტ ქვეყანას, მონტენეგროს გაწევრიანებისთვის მწვანე შუქს აუნთებენ. დადებით გზავნილებს ელოდება საქართველოც. ქართული დელეგაცია იმედოვნებს, რომ ვარშავის სამიტამდე 6 თვით ადრე ბრიუსელში ქვეყნის პროგრესი დადებითად შეფასდება.