პარლამენტმა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 2015-11-12 13:32:00

პარლამენტმა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები აირჩია.

უმრავლესობამ კანდიდატებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრები - ქეთევან ბექაური და თეა ჯუღელი გახდნენ.