სოფელ ბეჩოში კლდე ჩამოიშალა

საქართველო, თბილისი - 2010-05-08 16:26:00


მესტიის რაიონის სოფელ ბეჩოში კლდე გუშინ ღამით ჩამოიშალა.

ჩამოშლილმა მასამ მდინარე დოლურა ჩახერგა. კლდის ჩამონგრების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

სპეციალუსტების განცხადებით, კირქვა წყალში ადვილად იხსნება და შესაძლოა, 50-მდე ოჯახს საფრთხე დაემუქროს. ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლებმა წუხელ ბავშვები სახლებიდასნ გაიყვანეს.

ადგილზე სამაშაველო ბრიგადები მუშაობენ.