ბიგ-ბენი საათი შესაძლოა დროებით გააჩერონ

საქართველო, თბილისი - 2015-10-19 13:09:00

ლონდონის მთავარი ღირშესანიშნაობის, ბიგ-ბენის საათი შესაძლოა დროებით გააჩერონ. ამის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, რისთვისაც ბიუჯეტიდან 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოიყოფა. ბრიტანეთის პარლამენტის სპეციალური კომიტეტის დახმარებით,  საათი საგანგაშო მდგომარეობაშია და გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს საჭიროებს.