ევროპაში აშშ-ის ავიაგამანადგურებლები F-22 Raptor-ი განათავსეს

საქართველო, თბილისი - 2015-08-29 11:55:00

გერმანიაში, შპამგდალემის ავიაბაზაზე, აშშ-ის მეხუთე თაობის ოთხი ავიაგამანადგურებელი F-22 Raptor-ი განლაგდა. ავაიაგამადგურებლებთან ერთად ბაზაზე დაჯდა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III.

ბი-ბი-სის ინფორმაციით, ამ ავიაგამანადგურებლების განთავსება ევროპაში პირველად მოხდა. აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ მარკ უელშის განცხადებით, F-22  ნატოს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად, საწვრთნელ ფრენებში მიიღებს მონაწილეობას.

სწავლება სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.

რუსეთმა აღნიშნული ფაქტი გააკრიტიკა და აშშ-ს ვითარების ესკალაციაში დასდო ბრალი.

F-22 Raptor-ი Boeing დ Lockheed Martin-ის კორპორაციამ შექმნა და აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა შეიარაღებაში 2005 წელს აიყვანა. თვითმფრინავის აგებისას გამოყენებულია „სტელსის“ ტექნოლოგია, რაც მას მოწინააღმდეგის რადარებისთვის ნაკლებად შესამჩნევს ხდის.