დიდგორის ველზე ღონისძიება იმართება

საქართველო, თბილისი - 2015-08-12 11:35:00

დღეს დიდგორობაა - სახალხო დღესასწაულის 894-ე წლისთავთან დაკავშირებით, დიდგორის ველზე ღონისძიება იმართება. 

ღონისძიებას ესწრებიან საქართლოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. 

ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ჯილდო -  დიდგორის ჯვრის ორდენი გადაეცათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.