თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში მეორე ტერორისტული აქტი მოაწყვეს

საქართველო, თბილისი - 2015-08-10 17:33:00

თურქეთში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შირნაკის პროვინციაში პოლიციის მანქანის ჩავლისას ამოქმედდა. აფეთქებას 4 პოლიციელი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას ქურთ მებრძოლებს აკისრებს. მანამდე ქურთებმა სტამბოლში პოლიციის განყოფილება ააფეთქეს, რასაც 3 ადამიანი შეეწირა. კიდევ ერთი თავდასხმა სტამბოლში გვიან ღაით აშშ საკონსულოზე განხორციელდა, თუმცა სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.