იტალიაში მაფიოზური კლანის წევრები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-08-03 16:21:00

მასობრივი დაკავებები იტალიაში. პოლიციამ ტრაპანისა და პალერმოში სიცილიური მაფიის ერთ-ერთ ბოს, მატეო მესინო დენატოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 11 პირი დააკავა. დაკავებულთაგან სამი 70 წელს გადაცილებული მოხუცია. დენატო 1993 წლიდან გაქცევაში იმყოფება. მას ათობით ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი.