ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 27 ივლისიდან დაიწყება

საქართველო, თბილისი - 2015-07-22 15:34:00

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება  27 ივლისიდან  უნარების გამოცდის შედეგებით დაიწყება. ამის შეახებ,  გმოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებთან განცხადა.

მისივე თქმით, საგამოცდო პერიოდმა უხარვეზოდ ჩაიარა. 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები  2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და დღეს 22 ივლისს ქიმიის გამოცდით დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში 40 000-მდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.