ქუთაისში მე-9 სართულის ღია ფანჯრიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 2015-06-19 21:44:00

დღეს საღამოს, ქუთაისში მე-9 სართულის ღია ფანჯრიდან 3 წლის ბიჭი გადმოვარდა. ის ადგილზევე გარდაიცვალა.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.