განათლების მინისტრი 55-ე საჯარო სკოლაში პრეტესტის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

საქართველო, თბილისი - 2015-06-16 12:52:00

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი თბილისის 55-ე საჯარო სკოლში საატესტატო გამოცდების პრეტესტის მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მე-11 კლასელების დამამთავრებელი გამოცდების პრეტესტი მთელს საქართველოში იმართება. ხოლო გამოცდები ხვალიდან 17 ივნისს 09:00 საათიდან დაიწყება.