მსოფლიო ბანკმა "საქსტატის" განვითარებისთვის 280 800 აშშ დოლარის გრანტი გამოყო

საქართველო, თბილისი - 2010-04-26 20:06:00


მსოფლიო ბანკმა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის 280 800 აშშ დოლარის გრანტი გამოყო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან აცნობეს, გრანტი სამსახურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამოიყო.

~საქსტატის~ უფროსი ზაზა ჭელიძე და მსოფლიო ბანკის ცენტრალური ოფისის მონაცემთა განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი, მიშა ბელკინდასი 27 აპრილს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან გამართავენ შეხვედრას. შეხვედრზე ~საქსტატის~ განვითარებისა და მისი დასავლურ სტანდარტებზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით დონორებთან კოორდინირებული თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილავენ.

ჭელიძე დონორებს ~საქსტატის~ განვითარების სამომავლო ხედვასა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროექტს გააცნობს. პროექტი სამ ძირითად კომპონენტის მოიცავს - საჭიროებების შესაფასებლად არსებული მდგომარეობის დიაგნოსტირება (აჭარის რეგიონის ჩათვლით); სტრატეგიის პროექტის შემუშავება; სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა.

დონორებთან შეხვედრაზე ასევე განიხილება 2011 წელს საერთაშორისო შეფასებების სისტემაში საქართველოს ახალი სტატუსით მონაწილეობის საკითხი.