კადიროვი ფილმში გადაიღეს

საქართველო, თბილისი - 2015-05-26 09:00:00

„ვისაც არ ესმის, ის გაიგებს,“-ასე ჰქვია ახალ ჰოლივუდურ ფილმს, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ჩეჩნეთის ახალგაზრდა პრეზიდენტი თამაშობს. რამზან კადიროვის თქმით, მძაფრსიუჟეტიანი სურათის გადაღება თითქმის დასრულებულია, სურათის რეჟისორი კი ცნობილი ბესტსელერების ავტორია, რომლის ვინაობასაც ჩეჩნეთის ლიდერი ჯერჯერობით არ ასახელებს.