მექსიკაში ტორნადომ 13 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-05-26 08:06:00

მექსიკის ქალაქ სიუდად-აკუნიას ტორნადომ გადაუარა. ქარიშხალმა 13 ადამიანი იმსხვერპლა, 200-ზე მეტმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. ქარბორბალამ ასობით საცხოვრებელი სახლი დააზიანა. მწყობრიდან გამოვიდა ადგილობრივი მაგისტრალები და ელექტროგადამცემი სისტემაც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ქარიშხლით დაზარალებულ რაიონებში უკვე დაწყებულია.