იაცენიუკი: პუტინმა იანუკოვიჩს 3 მილიარდი გადაუხადა

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 14:47:00

ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის სანაცვლოდ პუტინმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პოლიტიკური ქრთამი გადაუხადა. ამის შესახებ უკრაინის მოქმედმა პრემიერმა არსენი იაცენიუკმა „ფაინანშალ ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, იანუკოვიჩმა პუტინისგან 3 მილიარდი დოლარი აიღოდა უკრაინა ამ ფასად გაყიდა.