პოლონეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 6 ივნისს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 14:26:00

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ანჯეი დუდას ინაუგურაცია 6 ივნისს გაიმართება. ბოლო მონაცემებით, პარტია „სამართალი და სამართლიანობის“ კანდიდატმა ამომრჩეველთა ხმების 52 პროცენტი მიიღო, მოქმედ პრეზიდენტს კი მხარი ელექტორატის 48 პროცენტმა დაუჭირა. ბრონისლავ კომოროვსკიმ არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.