თურქმენეთის მოქმედ პრეზიდენტს ძეგლი დაუდგეს

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 14:13:00

თურქმენეთის პრეზიდენტმა საკუთარი სახელის უკვდავყოფა გადაწყვიტა. აშხაბადში გურბანგული ბერდიმუჰამედოვის ძეგლი დადგეს. ოქროს მონუმენტი 21 მეტრის სიმაღლისაა. ცხენზე ამხედრებული პრეზიდენტის ქანდაკება ცენტრალურ მოედანს დაამშვენებს.