ავღანეთში ტერაქტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 14:08:00

მორიგი ტერორისტული აქტი ავღანეთში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ქალაქ ზაბულში მუნიციპალიტეტის შენობასთან აიფეთქა. ტერაქტს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 40-მდე კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.