რუსეთის მმართველი პარტია კალინინგრადის არჩევნებში დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 13:27:00

„ედინაია როსიამ“ პირველი გამანადგურებელი დამარცხება განიცადა. ბალტიისკის რაიონული საბჭოს არჩევნებში პუტინის თანაპარტიელებმა ვერცერთი მანდატი ვერ მიიღეს. 15-დან 12 საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელმა დეპუტატებმა გაიმარჯვეს, 3 ოლქში კი ამომრჩევლებმა მხარი „სამართლიანი რუსეთის,“ კომუნისტური პარიისა და „რუსეთის პატრიოტების“ წარმომადგენლებს დაუჭირეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 44 პროცენტი შეადგინა.