ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრს კორუფციის ბრალდებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 12:08:00

ისრაელის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსპრემიერის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს განაჩენს ისინი შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. 
ოლმერტს კორუფციაში ედება ბრალი. კერძოდ, იგი ამერიკელი ბიზნესმენისგან 1993-2002 წლებში დაახლოებით 154 000 დოლარის უკანონოდ მიღებასა და დახარჯვაშია დადანაშაულებული. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე 2008 წელს აღიძრა, რის გამოც იგი 2009 წელს იძულებული გახდა პრემიერის პოსტიდან გადამდგარიყო.