იემენში საბრძოლო მოქმედებებს 135 ბავშვი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 10:27:00

იემენის კონფლიქტს 135 ბავშვი ემსხვერპლა. საგანგაშო სტატისტიკას იუნისეფი აქვეყნებს. გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას დაშავებული არასრულწლოვნების რაოდენობა 260-ს აღწევს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.