ინდოეთში ანომალურმა სიცხემ 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 09:45:00

ინდოეთის სამხრეთში ანომალური სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურამ ანდხარა-პრადეშის შტატში 47 გრადუსს მიაღწია. გაუსაძლისმა სიცხემ 500-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ადგილობრივ კლინიკებს კი ჰაერის უკმარისობითა და მზის დარტყმის ნიშნებით ასობით ადამიანმა მიმართა.