კომოროვსკი დუდასთან დამარცხდა

საქართველო, თბილისი - 2015-05-25 08:38:00

პოლონეთის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა გარკვეულია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის კანდიდატმა ანჯეი დუდამ მოიგო. ეგზიტპოლის მონაცემებით, დუდას ხმა ამომრჩეველთა 53-მა პროცენტმა მისცა, მოქმედ პრეზიდენტს, ბრონისლავ კომოროვსკის კი მხარი ელექტორატის 47-მა პროცენტმა დაუჭირა. კომოროვსკიმ არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.