თინათინ ხიდაშელი აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ჰოდჯესს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 2015-05-23 20:27:00

 

24 მაისს 9:30 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ფრედერიკ ჰოდჯესს შეხვდება. ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი საქართველოში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების - „ღირსეული პარტნიორი“ ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე თინათინ ხიდაშელი და გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ჰოდჯესი მედიის წარმომადგენლებისთვის ქართულ-ამერიკულ სწავლებას შეაფასებენ.

14:00 საათზე ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების - „ღირსეული პარტნიორი“ ფარგლებში საჩვენებელი სწავლება და დახურვის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.