საუდის არაბეთში მომხდარ აფეთქებას 20 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

საქართველო, თბილისი - 2015-05-22 19:00:00

საუდის არაბეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 70 დაშავდა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი სოფელ ალ-ქადეჰში იმამ ალის სახელობის შიიტურ მეჩეთში მიმდინარე პარასკევის ლოცვის დროს აიფეთქა.

მედიკოსების თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან რამდენიმე ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით, რეგიონში მოქმედ არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.