კოალიციის თვითმფრინავებმა ისლამისტთა პოზიციები დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 2015-05-21 13:27:00

საერთაშორისო კოალიცია სირიაში ისლამისტთა პოზიციებს ბომბავს. საჰაერო დარტყმები ამჯერად ალეპოსთან მდებარე ტავამას დასახლებაზე განხორციელდა. წერტილოვანი დარტყმების შედეგად რადიკალური დაჯგუფება „ჯებჰატ ან-ნუსრას“ 15 მებრძოლი დაიღუპა. მათი უმრავლესობა თურქეთის მოქალაქეა.