რუსეთის ”ეფ-ეს-ბეს” ცნობით, მოსკოვში ლიტვის ჯაშუში დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2015-05-20 16:08:00

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ინფორმაციით, მოსკოვში ლიტვის სპეცსამსახურების თანამშრომელი დააკავეს.

უწყების მტკიცებით, მზვერავი იმ დროს დააკავეს, როცა ის რუსეთის მოქალაქისგან საიდუმლო ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებს გადასცემდა.

ФСБ-ს პრეს-ცენტრის ცნობით, უცხოეთის მოქალაქემ აღიარა, რომ ის ლიტვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული სამსახურების მეორე დეპარტამენტის ოფიცერია.